33 წლის ასაკში ჟოელ მატიპმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო - კამერუნელი მცველი ზაფხულიდან მოყოლებული უგუნდოდ იყო და საბოლოოდ საფეხბურთო კარიერაც დაასრულა.
ცნობისთვის, მატიპს მხოლოდ 2 კლუბის შალკეს და ლივერპულის მაისურიაქვს მორგებული - გერმანულ კლუბში მან 258 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება ლივერპულს, მატიპმა მერსესაიდულ კლუბში 201 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.