"ამის გამო დავისაჯეთ" - კიტეიშვილმა უკრაინასთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ამის გამო დავისაჯეთ" - კიტეიშვილმა უკრაინასთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

"ამის გამო დავისაჯეთ" - კიტეიშვილმა უკრაინასთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
12-10-2024, 11:26
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. პოზნანში ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩი ვილი სანიოლის გუნდის შუახაზელმა, ოთარ კიტეიშვილმაც შეაფასა:

"მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები როდესაც ვდომინირებდით. ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს. იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ", - განაცხადა კიტეიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი