საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. პოზნანში ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი უკრაინელებმა 35-ე წუთზე, მუდრიკის შორეული დარტყმით გაიტანეს. მიუხედავად ჩვენი გუნდის რამდენიმე მცდელობისა, პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა.
აღნიშნული მატჩის დაწყებამდე, კადრში უკრაინელი გულშემატკივრების ბანერი გამოჩნდა საქართველოს და უკრაინის დროშებით და წარწერით: "ძალა ერთობაშია!" - რასაც სოციალურ ქსელში ჯვაროსნების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავაც გამოეხმაურა.
იხილეთ ფოტო: