ერთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინას პოლონეთში დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩის წინ, კომენტარი მედიასთან დინამო ბათუმის ყოფილმა უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომაც გააკეთა.
"უკრაინელი ვარ, ამიტომ ობიექტურად ამაზე საუბარი მიჭირს. კვარაცხელია ქართველი შევჩენკოა, რომელიც უკვე სერია ა-ს ლეგენდაა. ხვიჩა მუდრიკზე უკეთესი ფეხბურთელია, საქართველო კი უკრაინასთან მატჩში ფავორიტის სტატუსითაა", - განაცხადა დემჩენკომ.