საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მორიგ შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე უკრაინასთან გასვლაზე გამართავს და მორიგი 3 ქულის აღებას შეეცდება.
იმის გამო, რომ ყველა მწყობრშია, უდიდესი ალბათობით, ვილი სანიოლი ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულ ახალს არაფერს მოიგონებს და სასტარტოს კვლავ ნაცადი ფეხბურთელებით დააკოპლექტებს.
საქართველოს XI - მამარდაშვილი, კაშია, დვალი, გველესიანი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე (3-5-2).
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ჩვენი დროით 22:45-ზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი პირველ არხზე შეგეძლებათ.