დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე საქართველო და მონტენეგრო ერთმანეთში ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, ეს კი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ვილი სანიოლის გუნდისთვის ერთადერთი მატჩი იქნება.
საქართველოს ნაკრების დამრიგებლის თქმით, მონტენეგროსთან თამაშისას მთავარი მიზანი ის იქნება, რომ ფეხბურთელები მაქსიმალურ ფორმაში შევიდნენ და თავდაჯერება მოიპოვონ, რაც გვაფიქრებინებს, რომ სანიოლი აქცენტს ძირითადი თერთმეტეულის წევრებზე გააკეთებს.
აი, როგორი შემადგენლობაა მოსალოდნელი დღევანდელ დაპირისპირებაში:
ალბათ, ერთადერთი ცვლილება შეტევის ფაზაშია მოსალოდნელი. ცხადია, კვარაცხელია დანამდვილებით ითამაშებს, თუმცა არის შანსი, რომ ბუდუმ და ჟორჟმა ადგილები გაცვალონ და ძირითადში სწორედ ზივზივაძემ დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ ნაკრები ევრო 2024-ზე თავის პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს, მეტოქე კი თურქეთი იქნება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე იქნება.