საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის რიგით მეორე შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე გამართავს, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.
საინტერესოა თუ რამდენად შეცვლის ტაქტიკას საქართველოს დამრიგებელი ამ შეხვედრისთვის, აი, როგორი ვარაუდია უცხოურ მედიაში ჩვენს თერთმეტეულთან დაკავშირებით:
მამარდაშვილი, დვალი, კაშია, გველესიანი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
ცნობისთვის, საქართველო ალბანეთს ისტორიაში სულ 15-ჯერ შეხვედრილა, აქედან კი ქართველებმა 8 შეხვედრის მოგება შეძლეს.
მატჩი ჩვენი დროით 22:45-ზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავთ.