როგორც იცით, საქართველომ ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფი მე-3 ადგილზე დაასრულა, რის გამოც ამავე დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ორი საპლეიოფო მატჩის გამართვა მოგვიწევს.
აღნიშნულ თემაზე წილისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა, სადაც საქართველოს მეტოქე ამ ოთხი ნაკრებიდან უნდა გამორკვეულიყო: ბულგარეთი, კოსოვო, სლოვაკეთი და სომხეთი.
წილისყრის შედეგად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მეტოქედ ჩვენი მეზობელი სომხეთი ერგო, რომელსაც ჯერ გასვლაზე, შემდეგ კი შინ შევხდვებით.