უხვგოლიანი მატჩი იქნება - რა პროგნოზი გავრცელდა უკრაინისა და საქართველოს მატჩზე » სპორტის ხაზი

უხვგოლიანი მატჩი იქნება - რა პროგნოზი გავრცელდა უკრაინისა და საქართველოს მატჩზე

უხვგოლიანი მატჩი იქნება - რა პროგნოზი გავრცელდა უკრაინისა და საქართველოს მატჩზე
11-10-2024, 14:43
Aa Aa
გაზიარება:

Sportsmole-ს ინგლისელ მწერალ ჟურნალისტს, ჯონათან ოშის მიაჩნია, რომ უკრაინისა და საქართველოს დაპირისპირებაში ბევრი გოლი გავა, საბოლოო შედეგად კი ფრეს მივიღებთ.

უკრაინას რამდენიმე პრობლემა აქვს. პირველი ისაა, რომ სერგეი რებროვის გუნდს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დააკლდება. გარდა ამისა, უკრაინელებს არც საშინაო სტადიონის უპირატესობა ექნებათ, რაც კარგად მომზადებული საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, რომ მხოლოდ ერთი ქულის მოპოვების წინაპირობა გახდეს.

თავის მხრივ, ჯგუფის ფავორიტ საქართველოს მკაფიო სათამაშო იდენტობა აქვს და შეტევაში არაერთი ტალანტი ჰყავას, რის გამოც მათ ერთა ლიგაზე წაუგებელი სერიის გაგრძელება დანამდვილებით შეუძლიათ.

- წერს ჟურნალისტი, რომელიც საბოლოო ანგარიშად 2:2-ს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს დაპირისპირება 22:45-ზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი