თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" ევროლიგის მეორე ტურში "ლიონ ვილერბანთან" 85:87 დამარცხდა.
შენგელიამ პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.
ქართველი კაპიტნის გუნდი ევროლიგის ორივე მატჩში დამარცხდა და ჩემპიონატის ძალიან ცუდი სტარტი აქვს.