"რთული მატჩი გველის, თუმცა..." - ვილი სანიოლის პასუხები უკრაინამდე » სპორტის ხაზი

"რთული მატჩი გველის, თუმცა..." - ვილი სანიოლის პასუხები უკრაინამდე

"რთული მატჩი გველის, თუმცა..." - ვილი სანიოლის პასუხები უკრაინამდე
11-10-2024, 00:29
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. პოზნანში, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა უპასუხა.

"პოლონეთში მომზადება ფეხბურთელებისთვის უფრო კომფორტული იყო. ამან შეამცირა მგზავრობის დრო, რამაც დაზოგა მოთამაშეების ენერგია. გუნდში კარგი განწყობაა და ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან ხვალინდელ შეხვედრას.

წარუმატებელი მატჩების სერია არ ნიშნავს, რომ უკრაინა მომდევნო თამაშსაც აუცილებლად წააგებს.

მეტოქე ძლიერი გუნდია და ბევრი ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს.

რთული მატჩი გველის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი მოთამაშეები მზად არიან. რაც მთავარია, ფოკუსირებულები არიან საკუთარ დავალებაზე და ეს საუკეთესო გზაა მაღალი დონის თამაშის საჩვენებლად.

შეკრებით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებისგან იგივე მიდგომას, სურვილს, დისციპლინას და ატმოსფეროს ვგრძნობ. თუმცა, ფეხბურთი არ არის ზუსტი მეცნიერება.

ვიცით, რომ მომავალში იქნება გამარჯვებებიც და მარცხიც და ეს ნორმალურია. მოთამაშეებმა იციან, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ შედეგი.

მთავარია, რას აკეთებ მოედანზე და სწორედ კარგი თამაში გაძლევს მოგების უკეთესს შანსს. ბევრ რამეს ვერ ვაკონტროლებთ - მეტოქეს, მსაჯს, ამინდს ან მოედნის მდგომარეობას, თუმცა ვაკონტროლებთ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მოედანზე. ამიტომ, წარმატებისთვის საუკეთესო გზაა დავრჩეთ კონცენტრირებულები ჩვენ საქმეზე, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში გაცილებით მეტ დადებითს მოგვიტანს, ვიდრე უარყოფითს.

სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდის პოზიციაზე ბევრს არ ვფიქრობთ.

წინ კიდევ ოთხი რთული მატჩია. როგორც ადრე ვთქვით, საკმაოდ თანაბარი ჯგუფია. ოთხივე გუნდმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენი სამივე მეტოქე იქ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა, რაც აჩვენებს ამ ჯგუფის დონეს.

ამიტომ, ამ ჯგუფში ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი, თუმცა სექტემბერში კარგი სტარტის შემდეგ, გვსურს, რომ ქულების დაგროვება გავაგრძელოთ, ბოლოს კი ვნახავთ, ვინ რომელ პოზიციაზე გავა."


- ამბობს ფრანგი სპეციალისტი (nakrebi.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი