პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ლივერპული სტუმრად კრისტალ პალას დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.
შეხვედრის 79-ე წუთზე, ტრავმის გამო მერსესაიდული კლუბის ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი ტრავმის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა და მისი შეცვლა ვიჩესლავ იაროშივს მოუწია.
ინგლისური გამოცემების მტკიცებით, ალისონს დაახლოებით 6 კვირა გაუცდება და ლივერპულს დაახლოებით ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.