ბარსელონას ყოფილი თავდამსხმელი სერხიო აგუერო კლუბისგან 3 მილიონ ევროს ითხოვს - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, არგენტინელი ფორვარდი თანხას შრომითი ურთიერთობის გაწყვეტის გამო ითხოს, რაც შეთანხმების ნაწილი ყოფილა.
სარჩელი უკვე გადაცემულია სოციალურ სასამართლოს და მალე ყველაფერი გაირკვევა.
ცნობისთვის, 36 წლის ყოფილმა ფორვარდმა ბარსელონას მაისურით ჯამში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 1 გოლით მოახერხა, კარიერის დასრულება კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ნაადრევად მოუწია.