"ზესტაფონობის" დღის აღსანიშნავად მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე "ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები" დაასახელეს.
"საპატიო მოქალაქის" სტატუსი 11 პიროვნებას მიენიჭა, მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე, გიორგი მამარდაშვილი.