"მოგესალმებით კარიერადამთავრებულ სპორცმენთა კლუბში" - სერენა უილიამსი როჯერ ფედერერის წასვლას გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

"მოგესალმებით კარიერადამთავრებულ სპორცმენთა კლუბში" - სერენა უილიამსი როჯერ ფედერერის წასვლას გამოეხმაურა

"მოგესალმებით კარიერადამთავრებულ სპორცმენთა კლუბში" - სერენა უილიამსი როჯერ ფედერერის წასვლას გამოეხმაურა
16-09-2022, 13:09
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა საჩოგბურთო სამყაროდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა. შვეიცარიელის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა 23 გზის სლემის გამარჯვებული, სერენა უაილიამსი, რომელმაც განაცხადა:

"მინდა, რომ ისეთივე დიდებული სიტყვები ვიპოვო, როგორიც შენ ხარ. შენით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი. შენ ეს სპორტი ბევრი ადამიანის შთაგონების წყაროდ აქციე. მოგესალმებით კარიერადამთავრებულ სპორცმენთა კლუბში. - განაცხადა ლეგენდარულმა ამერიკელმა.

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერი სლემის 20 გზის გამარჯვებულია და იგი ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველა ტიტულოვანი სპორტსმენია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი