"ყველაფერს ვიზამთ, რომ ირანიდან შეუფერხებლად ჩამოვიდეს" - იაშვილი გველესიანზე » სპორტის ხაზი

"ყველაფერს ვიზამთ, რომ ირანიდან შეუფერხებლად ჩამოვიდეს" - იაშვილი გველესიანზე

"ყველაფერს ვიზამთ, რომ ირანიდან შეუფერხებლად ჩამოვიდეს" - იაშვილი გველესიანზე
5-10-2024, 16:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენციაზე ირანის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა იქ მოთამაშე გიორგი გველესიანი სანაკრებო შეკრებას დაესწროს.

"ირანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვესაუბრეთ გიორგი გველესიანს. ხვალ, საკლუბო მატჩის შემდეგ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი. საელჩოც
საქმის კურსშია და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგი გველესიანი შეუფერხებლად ჩამოვიდეს შეკრებაზე
", - განაცხადა იაშვილმა.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი