ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის ახალი კონტრაქტი იტალიაში კვლავ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
ქართველ ფეხბურთელს კლუბთან გაუმჯობესებული ხელშეკრულება ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე უნდა გაეფორმებინა, თუმცა, მხარეებმა შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღიწეს.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი მილანის და ბარსელონას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამაც გააკეთა.
"თუ ნაპოლის კვარაცხელიას შენარჩუნება უნდა, მას კარგად უნდა გადაუხადოს.
არსებობს იმის შანსიც, რომ უფრო დაბალ ხელფასზე დარჩეს, ვიდრე სხვა დიდი ევროპული კლუბები სთავაზობენ, მაგრამ ნაპოლის ხელშეკრულების კორექტირება მაინც მართებს, თუ რა თქმა უნდა მისი შენარჩუნება სურთ", - განაცხადა ბრაიდამ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები შეთანხმებას სწორედ ფინანსური მხარის გამო ვერ ახერხებენ.