გერმანული Transfermarkt-ის ვერსიით, ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ღირებულება დღითიდღე მცირდება.
ნიგერიელი ფორვარდი ბოლო განახლების თანახმად 75 მილიონ ევროდაა შეფასებული როცა ჯერ კიდევ გასულ წელს მისი ღირებულება 120 მილიონი ევრო იყო.
შეგახსენებთ, 25 წლის ოსიმენი ერთწლიანი იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს, ისე კი ნაპოლის საკუთრებაა.