უეფამ ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს ჩემპიონატი ისევ ერთ-ერთ ბოლო პოზიციას იკავებს.
განახლებული მონაცემების მიხედვით, ეროვნული ლიგა 49-ე პოზიციაზეა და მხოლოდ ჩრდ.მაკედონიის, უელსის, გიბრალტარის, სან მარინოს, ანდორისა და ბელარუსის ჩემპიონატებს უსწრებს.
რაც შეეხება ტოპ 5 ჩემპიონატს, მათი გადანაწილება ასეთი გახლავთ:
1. პრემიერ ლიგა (ინგლისი)
2. სერია A (იტალია)
3. ლა ლიგა (ესპანეთი)
4. ბუნდესლიგა (გერმანია)
5. ლიგა 1 (საფრანგეთი)