სან-მარინოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა, რა თქმა უნდა, 0 ქულით დაასრულა.
თუმცა მათთვის ისიც პოზიტივია, რომ სამ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხეს, სან-მარინოელთა ბოლო მსხვერპლი ფინეთის ნაკრები აღმოჩნდა, მსაჯის მიერ კომპენირებულ დროში აპენინელებმა თერთმეტ მეტრიანის რეალიზება შეძლეს.
იქამდე სან-მარინომ ყაზახეთსა და დანიასაც გაუტანა, რაც პატარა საქმე არ არის და შეგვიძლია მათზეც ვიხუმროთ, რომ თამაშს სწავლობენ.