საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ორ შეხვედრას გამართავს. პირველი მატჩი 11 რიცხვში უკრაინასთან გასვლაზე შედგება, 14-ში კი ალბანეთს საკუთარ კედლებში მივიღებთ.
ამავე მატჩებისთვის ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა.
წინა სეზონში ხვიჩასთან გარკვეული კითხვის ნიშნები მქონდა ფიზიკურ მზადყოფნასთან დაკავშირებით, თუმცა ახალ სეზონში მისით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. მან ეს სეზონი გაცილებით კარგად დაიწყო, ვიდრე წინა გამოუვიდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხვიჩას დონის ფეხბურთელი ფორმაში ადრე თუ გვიან აუცილებლად შევიდოდა. ახლა მას კონტესთან კარგი კოლაბორაცია აქვს ჩამოყალიბებული, ანტონიოსთან თანამშრომლობა კვარას ბევრს მისცემს და ასწავლის.
- თქვა სანიოლმა.