გაუტანს თუ არა კვარა დღეს კომოს - სუპერკომპიუტერის პროგნოზი » სპორტის ხაზი

გაუტანს თუ არა კვარა დღეს კომოს - სუპერკომპიუტერის პროგნოზი

გაუტანს თუ არა კვარა დღეს კომოს - სუპერკომპიუტერის პროგნოზი
4-10-2024, 13:23
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-7 ტურს ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი დღეს გამართავს, მეტოქე კი ახლადაღზევებული კომო იქნება.

ნეაპოლელები შიდა ჩემპიონატში მშვენივრად გამოიყურებიან. კონტეს გუნდმა პირველ 6 ტურში 13 ქულა აიღო და პირველ პოზიციას ერთმნიშვნელოვნად იკავებს. რაც შეეხება კომოს, ისინი მე-10 ადგილზე მოპოვებული 8 ქულით არიან.

ნაპოლიმ და კომომ ერთმანეთში ბოლოს 2004 წელს ითამაშეს, ის მატჩი კი ნეაპოლელთა დღევანდელმა სტუმრებმა მოიგეს. სხვათა შორის, ბოლო სამ შეხვედრაში გამარჯვება სამივეჯერ კომომ მოიპოვა.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით იტალიურ მედიაში სუპერკომპიუტერის პროგნოზები გავრცელდა, რომელიც ამბობს, რომ ნაპოლი კომოსთან წაგებათა სერიას დაასრულებს, კვარაცხელია კი მინიმუმ 1 გოლს გაიტანს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი