ლივერპული მოჰამედ სალაჰის შემცვლელს აქტიურად ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტად რეალ მადრიდის შემტევ, როდრიგოს განიხილავენ.
ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური გამოცემები ადასტურებენ. კონკრეტული ჯერჯერობით არაფერია, მაგრამ ინგლისური კლუბის ინტერესი არსებობს.
პრობლემა როდრიგოს სატრანსფერო თანხა იქნება, თუმცა, არ არის გამორიცხული მერსესაიდულმა კლუბმა ბრაზილიელის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რომელიმე ფეხბურთელი გაყიდოს.
რაც შეეხება მოჰამედ სალაჰს, ეგვიპტელს ლივერპულთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს და ხელშეკრულების განახლებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიდის.