იტალიელმა კომენტატორმა მარკო ბუჩანტინომ სერია ა-ს პოტენციურ ბომბარდირად ნაპოლის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
"დარწმუნებული ვარ, სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი წელს ხვიჩა კვარაცხელია გახდება. პირადად ჩემთვის, ის იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელია და ვვარაუდობ, რომ 25 გოლის გატანას მოახერხებს."
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ხვიჩას სერია ა-ში ჩატარებულ 6 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.