ვიქტორ ოსიმენის გალათასარაიში 1-წლიანი იჯარით გადასვლა ბევრისთვის მოულოდნელობა იყო.
მიღებულ გადაწყვეტილებაზე 25 წლის ფორვარდმა ცოტა ხნის წინ თურქულ მედიასთან ისაუბრა.
"ჩემი ტრანსფერის მთავარი გასაღები ოქან ბურუქია (გალათასარაის მწვრთნელი) - როდესაც ვესაუბრებოდი, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა", - განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, ოსიმენმა გალათასარაის მაისურით ჯამში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 2 გოლით და 4 საგოლე გადაცემით მოახერხა.