"ყველას ამას გპირდებით", - ოსიმენის პირველი კომენტარი გალათასარაიში ტრანსფერის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ყველას ამას გპირდებით", - ოსიმენის პირველი კომენტარი გალათასარაიში ტრანსფერის შემდეგ

"ყველას ამას გპირდებით", - ოსიმენის პირველი კომენტარი გალათასარაიში ტრანსფერის შემდეგ
3-09-2024, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ნაპოლის ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი 1-წლიანი იჯარით გალათასარაიში ითამაშებს.

სტამბოლის აეროპორტში ჩასულ ნიგერიელ ფორვარდს გულშემატკივართა მთელი არმია დახვდა, რომელთაც ახალ თავდამსხმელს სანახაობრივი დახვედრა მოუწყვეს.

ოსიმენმა მცირე კომენტარიც გააკეთა: "დაუჯერებელი გრძნობაა, აქ მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროა. გალათასარაის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და აქ ყოფნა ძალიან მხარებს.

მალე სტადიონზე შევხვდებით და გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეტები იმისათვის, რათა გატანილი გოლებით ბევრჯერ გაგახაროთ.

მერტენსს აქ გადმოსვლამდე ველაპარაკე, ის ბრწყინვალე ადამიანია. კარგი იქნება მისი ახლოს გაცნობა, ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები
", - განაცხადა ოსიმენმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი