დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული რიგით მეორე შეხვედრას საფრანგეთში ადგილობრივ ლილთან გამართავს.
მადრიდელებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ მბაპე უკვე გამოჯანმრთელდა და დღევანდელი მატჩის განაცხადშიც კი არის მოხვედრილი. ალბათ, კილიანი სასტარტოში არ იქნება, მაგრამ ანჩელოტის მისთვის წუთების მიცემა მაინც შეეძლება.
რეალმა პირველი შეხვედრა შტუტგარტთან გამართა და გერმანელები 3:1 დაამარცხა, ლილმა კი პირველი მატჩი სპორტინგთან 2:1 დათმო.
მადრიდელები ლილთან შეხვედრას ოდნავ გაწბილებულები ხვდებიან. ანჩელოტის გუნდმა მადრიდულ დერბიში გამარჯვება ატლეტიკოსთან ბოლო წამებზე დაკარგა და ბარსასთან ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულით შეამცირა.
რაც შეეხება ლილს, მათ ბოლო მატჩი ლიგა 1-ში ლე ავრთან გამართეს და მეტოქეს დიდი სხვაობით, 3:0 აჯობეს. შესაბამისად, ფრანგები ჩემპიონთალიგურ საღამოს უკეთეს ხასიათზე შეხვდებიან.