საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს შეხვდა - ინფორმაციას ამის თაობაზე კობახიძის პრესსამსახური ავრცელებს.
"UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შევხვდი.
მას გამარჯვება მივულოცე, წარმატებები ვუსურვე და ქვეყნისთვის მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი.
UFC-ის ჩემპიონმა სიმბოლური საჩუქარი გადმომცა", - წერს კობახიძე.