დღის მატჩი ლიგაზე | არსენალი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს » სპორტის ხაზი

დღის მატჩი ლიგაზე | არსენალი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს

დღის მატჩი ლიგაზე | არსენალი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს
1-10-2024, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის ტურის გამორჩეული მატჩი ლონდონში შედგება, სადაც არსენალი ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენს დაუხვდება.

მეთოფეებმა პრემიერ ლიგაში მძიმე ბრძოლა გადაიტანეს. არტეტას გუნდმა უხვგოლიან შეხვედრაში ლესტერი 4:2 დაამარცხა და ლიგის თამაშს იმაზე დაღლილი ხვდება, ვიდრე ეს პსჟ-ის შემთხვევაშია.

ფრანგებმა რენს ლიგა 1-ში 3:1 მოუგეს და ის ერთადერთი გოლიც მატჩის ბოლოსკენ გაუშვეს. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ლუჩომ და მისმა ბიჭებმა იოლი 3 ქულა აიღეს.

ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ორჯერ შეხვედრილან და გამარჯვება ჯერ არც ერთს და არც მეორეს არ აქვს მოპოვებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი