უკრაინის ეროვნულ ნაკრებს საქართველოსთან შეხვედრაში "არსენალის" 27 წლის მარცხენა მცველი, ოლეკსანდრ ზინჩენკო ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
ცნობისთვის, ზინჩენკოს გარდა უკრაინელებს, დიდი ალბათობით, ვერც იარმოლენკო და მალინოვსკი ვერ დაეხმარებიან, რომლებიც გუნდისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურები არიან.
საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება, 11 ოქტომბერს, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში, 22:45 საათზე დაიწყება.