კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის მორიგი ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" გასვლაზე "კავკასიონი არენაზე" ადგილობრივ "თელავს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
იმერელთაგან დუბლის ავტორი ნორვეგიელი თავდამსხმელი, ბიორნ იონსენი გახდა, ხოლო კახელთა მხრიდან ერთი ბურთი თორნიკე მორჩილაძემ გაქვითა.
27 ჩატარებული ტურის შემდეგ ქუთაისელები 57 ქულით პირველ პოზიციას იკავებენ, ხოლო თელაველები 24 ქულით ბოლოს წინა, მე-9 ადგილზე არიან.