პიერ საჟმა, რომელიც "ლიონს" თავკაცობს, თავის შეგირდზე, გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
"გუნდისთვის ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს. მას ვუთხარი, 200-ჯერ ნათქვამის ვერ გაგების შემთხვევაში, ორასმეერთედაც გავუმეორებ.
მიქაუტაძემ პირველ რიგში გუნდისთვის უნდა იმოქმედოს და დაცვასაც დაეხმაროს.
ვფიქრობ, ჩემი ნათქვამი გაიგო და უკეთ ათამაშდა. ჩემი აზრით, თუ თანაგუნდელებს მეტად დაეხმარება, ძველებურად შედეგიანი გახდება. ვიცი, რომ მალე გოლების გატანას ისევ გააგრძელებს."
- ამბობს ფრანგული გუნდის მთ. მწვრთნელი.