"ახლა რომ დავიწყოთ ჩემზე და მიქაუტაძეზე საუბარი..." - ლაკაზეტის კომენტარი მიქაუტაძესთან ურთიერთობაზე » სპორტის ხაზი

"ახლა რომ დავიწყოთ ჩემზე და მიქაუტაძეზე საუბარი..." - ლაკაზეტის კომენტარი მიქაუტაძესთან ურთიერთობაზე

"ახლა რომ დავიწყოთ ჩემზე და მიქაუტაძეზე საუბარი..." - ლაკაზეტის კომენტარი მიქაუტაძესთან ურთიერთობაზე
27-08-2024, 02:13
Aa Aa
გაზიარება:

ქვეყნდება "მონაკოსთან" გამართული მატჩის დასრულების შემდეგ ალექსანდრ ლაკაზეტის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად შეძლებენ ერთნაირი სტილის მოთამაშეები დუეტში თამაშს, მისი და მიქაუტაძის მაგალითზე.

"ამასთან დაკავშირებით გამოსავალი მთავარმა მწვრთნელმა უნდა იპოვოს, რადგან როგორც ტაქტიკა-შემადგენლობის შერჩევაზე, ასევე საბოლოო შედეგებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

მე ვასრულებ პიერ საჟის დავალებებს. თუმცა, ახლა რომ დავიწყოთ ჩემზე და მიქაუტაძეზე საუბარი, ეს რაღაც მხრივ სხვა ფეხბურთელების შეურაცხყოფა იქნება, რადგან ვინც იმსახურებს, იმან უნდა ითამაშოს და კლუბი ცალკეული პიროვნებების ირგვლივ არ ტრიალებს."
- თქვა ფრანგმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი