15 აპრილს ფრანგმა ჩოგბურთის მოთამაშე არტურ კაზაუქსმა ბარსელონაში გამართული ჩემპიონატი ნაადრევად, იძულებით დატოვა.
ამის მიზეზი მისი მძიმე ტრავმა გახლავთ, რომელიც მან პირველი სეტის დროს მაშინ მიიღო, როცა ანგარიში 5:5 იყო.
1/32 ფინალში ფრანგი ჩოგბურთელი იტალიელ მატეო ამალდის უპირისპირდებოდა.
შეხვედრის შემდეგ არტურმა სოციალურ ქსელში ტერფის ფოტო განათავსა და ჩანს, რომ დაზიანება სერიოზულია.