საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მისმა გუნდმა ტენერიფემ ბასკონია 88:80 დაამარცხა.
ანგარიშიდანაც ჩანს შეხვედრის სურათი. ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ვინაობა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უკეთ ტენერიფელები გაისარჯნენ და სეზონი მოგებით გახსნეს.
გიორგიმ 20 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მის ანგარიშზე 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმოა. 16 ქულითა და 9 პასით მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მასპინძელი ფიტიპალდო გახდა.
ტენერიფე მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. მისი მეტოქე თურქული ქარშიაქა იქნება.