საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი მიქაუტაძის ლიონი ტულუზას მასპინძლობს და 75-ე წუთისთვის ანგარიში 1:1-ია.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო, თუმცა მიქაუტაძეს საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა ისევ არ მიუღია.
ლიონის დამრიგებელმა გიორგი მინდორზე 68 წუთის განმავლობაში გააჩერა, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ლაკაზეტი ჩაერთო.
რაც შეეხება ქართველის შეფასებას, მას 6.1 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება გახლავთ.