გიორგი მიქაუტაძის ლიონი ლიგა 1-ის მე-3 ტურში სტრასბურგს მასპინძლობს და ერთი საათის თავზე ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 1:3-ია.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მწვრთნელმა ის მინდორზე 61 წუთით გააჩერა.
ამ დროის განმავლობაში გიორგი ძალიან აქტიურობდა და გოლის გატანა 2-ჯერ და სამჯერ შეეძლო, თუმცა მეკარემ ყველა შემთხვევაში აჯობა.
ამ პერფორმანსისთვის მიქაუტაძეს 7.1 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, რაც ლიონში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.