ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ერთ-ერთ ინტერვიუში, კარიერის დასრულების შემდგომ საქმიანობაზე ისაუბრა.
"ალბათ, წავალ სოფელში და მშვიდად ვიცხოვრებ. დავწერ ლექსებს, ვიქნები წყნარად, დავტკბები ცხოვრებით. და საერთოდ, ყველას გისურვებთ - ისიამოვნეთ ცხოვრებით", - ამბობს ბექაური ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ლაშას მიზანი ოთხი ოლიმპიური ოქროს მოგებაა.