2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ერთ-ერთ ინტერვიუში, კარიერის დასრულების შემდგომ საქმიანობაზე ისაუბრა.
"ალბათ, წავალ სოფელში და მშვიდად ვიცხოვრებ. დავწერ ლექსებს, ვიქნები წყნარად, დავტკბები ცხოვრებით. და საერთოდ, ყველას გისურვებთ − ისიამოვნეთ ცხოვრებით", - ამბობს ბექაური ინტერვიუში.
ლაშას სურვილია, რომ ოთხი ოლიმპიური მედალი მოიგოს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონია.