დღეს მამარდაშვილი თამაშობს - ვალენსია სოსიედადს ეწვევა » სპორტის ხაზი

დღეს მამარდაშვილი თამაშობს - ვალენსია სოსიედადს ეწვევა

დღეს მამარდაშვილი თამაშობს - ვალენსია სოსიედადს ეწვევა
28-09-2024, 17:09
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 20:30-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში მორიგ შეხვედრას გამართავს.

ქართველი მეკარეს გუნდი ბასკეთში რეალ სოსიედადს ეწვევა და ბოლო 2 შეხვედრაში აღებული 4 ქულის კიდევ უფრო გამსხვილებას შეეცდება.

ვალენსიას განვლილი შვიდი ტურის თავზე სულ 5 ქულა აქვს მოპოვებული და მე-18 ადგილზეა, სოსიედადი კი ვალენსიას მხოლოდ ერთი პოზიციით აღემატება.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი უკვე ზედიზედ სამი მატჩია კარს გოლგაუშვებლად ინახავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი