უკვე სულ უფრო და უფრო მწიფდება და მოდის შონ დაიჩის დათხოვნის დრო "ევერტონიდან", ახალ ფავორიტზე კი Mirror წერს, რომ ეს ცნობილი იტალიელი სპეციალისტი მაურიციო სარია.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 5 ტურის თავზე ევერტონს მხოლოდ 1 ქულა აქვს და ბოლო, მეოცე ადგილს იკავებს.
სარი ბოლოს "ლაციოს" თავკაცობდა, 2021-2024 წლებში, იგი მიმდინარე წლის მარტში გაათავისუფლეს.