იტალიელი ცენტრ ფორვარდი მარიო ბალოტელი დიდი ალბათობით კარიერას ბულგარეთში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.
34 წლის ფორვარდთან მოლაპარაკებებს ცსკა სოფია აწარმოებს, თავად ბალოტელი კი ამჟამად თავისუფალი აგენტია.
ბოლო კლუბი, სადაც მარიო თამაშობდა თურქული ადანა დემირსპორია.