"ბორდოში სათამაშოდ ფულს იქით ვიხდი, მაგრამ.." - ენდი ქეროლის დაუჯერებელი ისტორია » სპორტის ხაზი

"ბორდოში სათამაშოდ ფულს იქით ვიხდი, მაგრამ.." - ენდი ქეროლის დაუჯერებელი ისტორია

"ბორდოში სათამაშოდ ფულს იქით ვიხდი, მაგრამ.." - ენდი ქეროლის დაუჯერებელი ისტორია
27-09-2024, 13:57
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის ყოფილი კლუბი ბორდო ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთი მე-4 დივიზიონში დაქვეითდა.

ცოტა ხნის წინ, 35 წლის ინგლისელი ფორვარდი ენდი ქეროლი ბორდოს შეუერთდა და მიღებული გადაწყვეტილებაც ახსნა.

"სამწუხაროდ, კლუბი რამდენიმე დივიზიონით დაქვეითდა, მაგრამ შესანიშნავი პროექტი გვაქვს და ვეცდებით ეს დიდებული კლუბი იქ დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია.

ფეხბურთის თამაში მიყვარს და მომეცა საშუალება ისტორიულ ფრანგულ კლუბში მეთამაშა, ამიტომაც დავთანხმდი აქ გადმოსვლას. სიმართლე გითხრათ, ბორდოში სათამაშოდ საკუთარი ფინანსების გაღებას მიწევს, მაგრამ უბედნიერესი ვარ, რომ კვლავ ფეხბურთს ვთამაშობ.

მინდა რაღაც დიდი ისტორიის ნაწილი გავხდე, ჩემს კარიერაში ფული არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე
", - განაცხადა ქეროლმა.

ცნობისთვის, ქეროლმა ბორდოს მაისურით ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი