ზურიკო დავითაშვილის ყოფილი კლუბი ბორდო ლიგა 2-დან საფრანგეთის მესამე ლიგაში დააქვეითეს.
ამის მიზეზი ფინანსური პრობლემებია - ბორდო უკვე კარგა ხანია რაც ინვესტორს ეძებს, მაგრამ ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებები ბოლო მომენტში ჩაიშალა. მოუგვარებელი ფინანსური პრობლემების გამო კი კლუბი მომდევნო სეზონს ლიგა 3-ში გაატარებს.
თუ კლუბის ხელმძღვანელები უახლოეს პერიოდში ახალ ფინანსურ გეგმას ვერ წარმოადგენენ, შესაძლოა ბორდო კიდევ უფრო მკაცრად დაისაჯოს და მე-4 ან სულაც მე-5 ლიგაში დაქვეითდეს.
რაც შეეხება დავითაშვილს, ქართველმა შემტევმა ლიგა 1-ის ბინადარ სენტ ეტიენთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.