მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა მედიასთან საუბრისას კლუბში დაბრუნების სურვილი არ დამალა.
"სხვა მწვრთნელების სამსახურზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ შანსის მიღების შემთხვევაში რა თქმა უნდა მანჩესტერ იუნაიტედში დაუფიქრებლად დავბრუნდები", - განაცხადა ნორვეგიელმა.
შეგახსენებთ, სულშერი წითელ ეშმაკებს 2018-21 წლებში წვრთნიდა.