ბარსელონას გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა გუნდის პოლონელ ცენტრალურ თავდამსხმელზე რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა და მას ბოლო წლების საუკეთესო ფორვარდი უწოდა.
"რობერტ ლევანდოვსკი ბოლო ათწლეულის საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია. მისი მოვალეობა გოლების გატანაა და ამას ბრწყინვალედ ასრულებს", - განაცხადა ფლიკმა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 7 მატჩში 36 წლის ფორვარდმა თავის გამოჩენა 7 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.