"მანჩესტერ იუნაიტედი" არც თუ ისე კარგ ფორმაშია და ქულებს ხშირად კარგავს, დღეს ინგლისელებმა ევროპა ლიგაზე "ტვენტეს" წინააღმდეგ ფრე, 1:1 ითამაშეს.
აღნიშნულ გუნდის წარუმატებლობაზე საუბრობს მანჩესტერელთა თავკაცი, ტენ ჰაგი.
"ეს ფეხბურთია, უნდა გააგრძელო მუშაობა, ხვალ უკვე ახალი დღეა და თავიდან ვეცდებით, ბევრ თამაშში ვხედავდი, რომ გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ დღეს კრიტიკა საკმაოდ დამიგროვდა.
მხოლოდ გუნდზე არ არის, მეც უნდა ჩავიხედო სარკეში, მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ." - ამბობს ნიდერლანდელი სპეციალისტი.