გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ჟირონას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ქართველმა მეკარემ კარის მშრალად შენახვა მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, რაც მოგვიანებით კიდევ უფრო დაუფასდა.
Whoscored.com-მა მამარდაშვილი ლა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ცნობისთვის, 6 ტურის შემდეგ ვალენსია 4 ქულით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციას იკავებს.