მადრიდის რეალი ლა ლიგის მეშვიდე ტურში ალავესს უმასპინძლებს, იქამდე კი კარლო ანჩელოტის პრესკონფერენციას გთავაზობთ.
მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე წინა კვირას, იმის წინა კვირას და ასე შემდეგ. პროგრესი აშკარაა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
არ ვფიქრობ, რომ ლა ლიგის ფავორიტები მხოლოდ „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან. „ატლეტიკოს“ ახალი გუნდი ჰყავს, შეხედეთ სიმეონეს ფეხბურთელებს და მიხვდებით, რომ ამ გუნდს აქვს ჩემპიონობის პოტენციალი.
გამიმართლა, რომ უდიდესი კლუბების მწვრთნელი ვიყავი. ყველაზე დიდხანს „მილანში“ ვმუშაობდი და ფეხბურთელის რანგშიც ვიცავდი ამ გუნდის ღირსებას, შემდეგ კი უკვე „რეალია“, ვინაიდან აქაც დიდი ხანი ვმოღვაწეობ. ის, რომ მე-300 დაპირისპირების ზღვარზე ვარ, ძალიან ბევრს ნიშნავს.
- თქვა ანჩელოტიმ.