იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კანავარომ შესაძლოა გასავარდნ ზონაში მყოფი მონცა ჩაიბაროს - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ალესანდრო ნესტას ხელმძღვანელობით მონცამ საწყის ტურებში სასურველი შედეგები ვერ დააფიქსირა და ფაბრიციოს მტკიცებით, ადრიანო გალიანიმ გუნდის მინდობა ფაბიო კანავაროსთვის გადაწყვიტა.
ცნობისთვის, ბოლოს თავად კანავარო უდინეზეს მთავარი მწვრთნელი იყო ახლა კი მისი პოზიცია მონცას ჩაბარებაზე უცნობია.